Перейти к публикации

რით განსხვავდება Cannabis Sativa, Cannabis Indica და Cannabis Ruderalis?


Рекомендованные сообщения

INDICA_AND_SATIVA_WIDE.jpg


სატივა (Sativa) - მაღალი მცენარეა. ეფექტი: მხიარული, გასხივოსნებული, აქტიურ-ენერგეტიკული, ეიფორიული. სატივა უფრო დიდხანს მწიფდება, ყვავილობის პერიოდი ინდიკასთან სედარებით უფრო გრძელი აქვს, მათში ნაკლები ქლოროფილია და მეტი დამხმარე პიგმენტი (დამხმარე პიგმენტაცია იცავს მცენარეებს ზედმეტი შუქისგან). იმის გამო, რომ სატივას ჯიშს ნაკლები ქლოროფილი აქვს, ვიდრე ინდიკას, ისინი უფრო დიდხანს იზრდებია, მწიფდებიან და მათ სჭირდებათ მეტი სინათლე. სწორედ ამის გამო სატივას გაზრდა ისეთ რეგიონში სადაც ზამთარი შედარებით მალე დგება, არ არის მიზანშეწონილი, იგი უფრო ტროპიკულ გარემოსთან არის შეგუებული. სატივა არის ფოტოპერიოდული ჯიში, მისი ყვავილობა და ზოგადად სასიცოცხლო ციკლი დამოკიდებულია სინათლის პერიოდულობასთან, რაც სეზონების ცვლილებას უკავშირადება.


ინდიკა (Indica) - არ არის მაღალი მცენარე, ბუჩქოვანია. ეფექტი: მომადუნებელი, დამამშვიდებელი. ინდიკა უფრო ადრე მწიფდება და მათში უფრო მეტი ქლოროფილია და ნაკლები დამატებითი პიგმენტი. რადგან ინდიკურ ჯიშებში უფრო მეტი ქლოროდილია ვიდრე სატივურში, ისინი იზრდებიან და მწიფდებიან უფრო სწრაფად და ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ ზომიერი და მთის კლიმატის პირობებში. ინდიკაც წარმაოდგენს ფოტოპერიოდულ ჯიშს.

რუდერალისი (Ruderalis) - მისი მრავალი სახეობა არსებობს, არის ძალიან გავრცელებული ველური სახეობა და მას სხვადასხვა რეგიონში შეხვდებით. არის უამრავი ზომების, მაგრამ ძირითადად ინდიკაზე დაბალი მცენარეა. მას ტექნიკური კანაფის სახელითაც იცნობენ და საქართველოში "ტრუხა" პლანსაც უწოდებენ. ამ სახეობის დიდი ნაწილი ფსიქოაქტიური ეფექტით არ გამოირჩევა, თუმცა არსებობს ადგილობრივი ფენოტიპებიც რომლებმაც ეს თვისება შეიძინეს ინდიკას ან სატივასგან ბუნებრივი დამტვერვით. რუდერალისი არ არის ფოტოპერიოდული სახეობა, მას გააჩნია ავტოყვავილობის უნარი, რაც გამოიხატება იმაში რომ თავიი ასაკი გააჩნია და სეზონურობაზე არ არის დამოკიდებული. როგორც ასეთი ის 2-4 თვის შუალედში ასრულებს ყვავილობას და შესაბამისად სრულ სასიცოცხლო ციკლს, სწორედ ეს თვისება გახდა საინტერესო მებაღეებისთვის, რომლებმაც დაიწყეს ინდიკას და სატივას შეჯვარება ამ სახეობასთან, რათა მიეღოთ მისგან ავტოყვავილობადობის თვისება, რაც სახლის პირობებში გასაზრდელად ძალიან მოსახერხებელს ხდის.

ჰიბრიდულობა
ბევრი ჯიში შერეულია, მათ ჰიბრიდებს უწოდებენ. მაგალითად: 25% რუდერალისი / 50% სატივა / 25% ინდიკა. ჰიბრიდულ მცენარეებში კომბინირებულია ინდიკასა და სატივას მახასიათებლები, პროცენტული თანაფარდობა უკავშირდება მათში გენების გავლენას.

 

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...