Перейти к публикации

მოკლედ კანაფის ზრდის პერიოდების შესახებ.


Рекомендованные сообщения

ფოტოპერიოდულობა


1842416844_.thumb.jpeg.c6f5b92aff576bedade35fdf3c1df6cd.jpeg

ვეგეტაცია:

მას შემდეგ რაც თესლი გაღვივდა და ჩითილმა გაუშვა ფესვები, იწყება ვეგეტატიური ზრდის სტადია. მცენარე იწყებს ინტენსიურ ზრდას და მასის გაზრდას. სქესის ნიშნები ჩვეულებრივ 3-6 კვირებზე ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ მცენარე მზადაა ყვავილობისთვის. ყვავილობა დამოკიდებულია განათების რეჟიმზე. 18 საათი სინათლე და 6 საათი სიბნელე (18/6) სტანდარტული რეჟიმია განათებისთვის და ვეგეტატიური ზრდისთვის. ნებისმიერი 14 საათზე მეტი სინათლის რეჟიმი ხელს შეუწყობს ვეგეტატიურ სტადიას. იმისთვის, რომ მცენარე აყვავდეს უნდა გადავიყვანოთ განათების რეჟიმი 12/12-ზე. ფოტოპერიოდულობის პრინციპი მდგოამრეობს იმაში, რომ ბუნებაში CANABIS INDICA და CANABIS SATIVA სეზონური მცენარეებია, რომლეთა ვეგეტაცია და ყვავილობა განათბის პერიოდულობაზე, ანუ სეზონურობაზეა დამოკიდებული. როდესაც განათბის პერიოდი მეტია (14 სთ+) მცენარის ბიოლოგიური საათისთვის არის გაზაფხულის ბოლო ან ზაფხული, ხოლო როდესაც ვუმცირებთ განათების პერიოდულობას, მცენარის ბიოლოგიური საათი ტყუვდება, მისთვის სინათლის საათების შემცირება დაკავშირებულია შემოდგომის დადგომასთან, ესეიგი მისთვის დროა რომ დაიწყოს ყვავილობა.

ყვავილობის პერიოდი:

183477231_2.thumb.jpg.0355fbc26ca0d590cfcf8ef6e1e174b6.jpg

12/12 განათების რეჟიმში გადაყვანისას (12 საათი შუქი და 12 საათი სიბნელე) იწყება ყვავილობა, ამის შემდეგ პირველი 2-3 კვირის განმავლობაში მცენარე იზრდება 2-3 ჯერ სიმაღლეში და იწყებს ძლიერი არომატის გამოფრქვევას. ყვავილობის ხანგრძლივობა გირჩების სრულ დამწიფებამდე დამოკიდებულია ჯიშზე (ინდიკა: 6-8 კვირა, სატივა: 8-12 კვირა) და განათების სიძლიერეზე. ყვავილობის ბოლო ორ კვირაში მცენარე იმატებს 25% გირჩის მასას.

ავტოყვავილობა

2002561329_1.gif.844f979a8c18fb2b4bbdd5147f49b866.gif

CANABIS SATIVA და CANABIS INDICA არ არიან ერთადერთი წარმომადგენლები თავის სახეობაში, არის მესამე წარმოამდგენელიც CANABIS RUDERALIS საკმაოდ საინტერესო თვისებებით. Ruderalis-ი ფოტოპერიოდული სახეობა არ არის, ბიძაშვილებისგან განსხვავებით არის უფრო კომპაქტური ზომების, ხოლო მისი ზრდა და ყვავილობა არ არის დამოკიდებული ფოტოპერიოდულობაზე, ანუ განათების ცვალებადობაზე, მას თავისი ასაკი აქვს და ჯამში 2-4 თვის შიალედში ასრულებს ყვავილობას და შესაბამისად სრული სიცოცხლის ციკლს. მაშასადამე, ავტოყვავილებადი (Auto) ჯიშები რომლებიც კანაფის ბაზარზე უკვე საკმაოდ პოპულარულია, არ საჭიროებს ყვავილობის სტადიაში 12/12 რეჟიმზე გადაყვანას, ისინი ავტომატურად იწყებენ ყავილობას 24 საათიან განათების პირობებშიც.


სინათლის სპექტრი:

image.png

მცენარეებისთვის სინათლე აუცილეელია ფოტოსინთეზისთვის, მათი უდიდესი ნაწილი დამოკიდებულია ულტრაიისფერი და დანარჩენი ხილვადი სპექტრის სხივების შთანთქმაზე. კანფისთვისაც ყველაზე ძლიერი ენერგიის მიღების წყარი არის ულტრაიისფერი სპექტრი, თუმცა ულტრაიისფერთან ერთად იგი იღებს სხვა სხივებსაც. ზოგადად კანაფისთვის ვეგეტაციის პერიოდში სხვა დანარჩენ ხილვად სხივებთან შედარებით საუკეთსოა მეტი ულტრაიისფერი და ლურჯი სპექტრის გამოსხივება, ლურჯი სპექტრი აგრეთვე ზრდის კანაფის გადედლების შანსს. ვეგეტაციის პერიოდში ლურჯი სპექტრი მცენარის ზრდის ტემპს აჩქარებს, რაც აზოტის ათვისებისთვის აუცილებელია. სიტუაცია იცვლება ყვავილობის პერიოდში, ამ დროს მცენარე მეტ სარგებელს ნახულობს ნაკლები ულტრა იისფერი და ყვითელი/ნარინჯისფერი სპექტრისგან, ისევე როგორც ჩვენი თვალისთვის, შემოდგომის მზე არის ოქროსფერი მცენარისთვისაც, როდესაც ბიოლოგიურად მათი ყვავილობა დგება. სწორედ ამიტომ "ოქროსფერი" სინათლე ყვავილობაში ხელს უწყობს ფოსფორის ათვისებას და სასქესო ნაწილების განვითარებას.

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...