Перейти к публикации

დასარგავად მომზადება და ზოგადი საკითხები კანაფის მოვლის შესახებ


Рекомендованные сообщения

ტემპერატურა ბოქსში:

დღიური ტემპერატურა ინდა იყოს 21-27°C (70-80°F) CO2 გამდიდრების გარეშე (საჭირო გარე ვენტილაციის გარეშე), 27-32° C (80-90°F) CO2-ით გამდიდრების დროს (კარგად ნიავდება ბოქსი). კანაფი რათქმაუნდა მაღალი ტემპერატურების დროსაც იზრდება, მაგრამ ამან შეიძლება მცენარე დასტრესოს. ღამის ტემპერატურა, თუ ერთ დღეს იქნება 16°С (60°F) და მეორე დღეს 24°С (75°F) უკვე ზრდის ალბათობას რომ მცენარე მიიღებს სტრესს. აკონტროეთ დღის და ღამის ტემპერატურა ზრდის მთლიანი ციკლის დროს. დაიცავით რეჟიმი.

1575121197_.jpg.94cf9ca2393e0d27615819fa9bf043a2.jpg

კანაფის მორწყვა:


როგორც წესი, კანაფს არ უყვარს ზედმეტი მორწყვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი კანაფისთვის აუცილებელია, მისი გაფუჭების ყველაზე ხშირი მიწეწი არის - ზედმეტად ბევრი წყალი. თუ თქვენი ძირები დაიწყებს ხშირად ფთოლების ჩამოყრას ვიდრე ჩვეულებრივ- ეს შეიძლება ზედმეტად ხშირი მორწყვის მიზეზი იყოს. ზედმეტად ნოტიო პირობებს, ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაობება.


საჭიროა იმის გათვალისწინებაც, რომ რაც უფრო მეტ სინათლეს იღებენ მცენარეები, რაც უფრო გრძელი დღის დრო აქვთ - მით უფრო მეტი წყალი სჭირდებათ მათ. როდესაც ნიადაგი 5-6 სანტიმეტრი სიღრმეში მშრალია - მორწყვის  დროა. შესაბამისად, პატარა ბუჩქები დიდ ქოთნებშ ირწყვება კვირაში ერთხელ, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში საჭიროა ყოველდღიური მორწყვა.


მორწყვის დროისთვის, როგორც ორიენტირი შეგიძლიათ გამოიყენოთ „ქოთნის აწევის მეთოდი“. აიღეთ გარკვეული ზომის ქოთანი და შეავსეთ ახალი გრუნტით პარკიდან. გამოიყენეთ ეს ქოთანი როგორც სახემძღვანელო, რომ უხეში წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ თუ რამდენს უნდ იწონიდეს ქოთანი შემდეგ მორწყვამდე.  ქოთნები, თქვენი ბინადრებით იქნება სულ ოდნავ უფრო მძიმე, როდესაც ისინი მზად იქნებიან მორწყვისთვის. აიღეთ ქოთანი მცენარით. თუ ის შესამჩნევად უფრო მძიმეა, არმორწყათ სანამ არ „დაიკლებს წონაში“. შემდეგი მორწყვის შემდეგ შეადარეთ თუ რამდენად მძიმეა სამაგალითო ქოთანთან შედარებით.სულ რამოდენიმეჯერაა საჭირო ქოთნების ხელში აწევა, რომ ამის გაკეთება „თქვენი მეორე ბუნება“ გახდეს.როდესაც ამ მეთოდს დაამუღამებთ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ქოთანი-მაგალითი. რათქმაუნდა თქვენი მცენარეები მოიმატებენ წონაში ზრდასთან ერთად, მაგრამ თუ თქვენ იქნებით გამოცდილლი ქოთნების აწევაში, თქვენ გეცოდინებათ თ როგორ გაუწიოთ მათ კომპენსირება.

უფრო მარტივი მეთოდი მორწყვის დროის განსაზღვრისთვის არის თითით შემოწმება. დააჭირეთ ნიადაგს თითით, ისე რომ 3-4 სანტიმეტრამდე ჩავიდეს, თუ ნიადაგი სველია ან ნესტიანია ესეიგი ცოტა ხნით მორწყვა არ დაჭირდება, თუკი მშრალი იქნება, ესეიგი მორწყვის დროა... დაიმახსოვრეთ, ცენარის მორწყვა კონკრეტულ პერიოდებს შეიძლება არ დაემთხვეს, ანუ მუდამ კვირაში ერთხელ ან დღეში ერთხელ. მისი მორწყვა იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად გაშრება მიწა, ანუ ეს გარემოზეცაა დამოკიდებული, რამდენად ტენიანი იქნება კონკრეტულ დღეს ჰარეი, ან რამდენი იქნება ჰაერის ტემპერატურა, ლოგიკურია რომ მშრალ და ცხელ გარემოში უფრო ხშრად დაჭირდება მორწყვა, ვიდრე ნესტიან და შედარებით გრილ გარემოში.

რჩევები:

მას შემდეგ, რაც თქვენ დათესეთ თესლები და კარგად მორწყეთ მიწა - 4 დღის განმავლობაში არაფრის მორწყვა არ გჭირდებათ. ახალგაზრდა ჩითლები ძალიან სათუთად უნდა მორწყათ, რომ არ გადატეხოთ ღეროები ან არ ამოგადოთ მიწიდან წყლის ნაკადით. მომავალში და საერთოდ, უმჯობესია პატარა ნასვრეტებიანი სარწყავის გამოყენება, რომ წყლის ნაპორითარ არ ჩამორეცხოთ ნიადაგი და არ შეაწუხოთ ფესვები.

1552997482_.jpg.2c7772393f0b8e9d07654942b9b885d1.jpg

თუ ყვავილობის დროს კანაფი წყლის მცირე დეფიციტს განიცდის ეს დადებითად იმოქმედებს მარიხუანას სიძლიერეზე. ყვავილობის დროს გამოითვალეთ,მორწყვის შემდეგ რადმენ დღეში იწყებს მცენარე წლის დეფიციტის განცდას - და დაიწყეთ ამ ვადაზე ერთი დღით გვიან მორწყვა რეგულარულად.

გამოყენების წინ, ჩვეულებრივი ონკანის წყალი უმჯობესია დააყენოთ რამოდენიმე დღე ღია ჭურჭელში. თუ წყალში ბევრი ქლორია, ნიადაგის მჟავიანობა ნელნელა დაიწევს - ეს კომპენსირდება მცირე რაოდენობის კალციუმის მარილების მომატებით. წვიმის წყალი შეიცავს აზოტს და სხვა ელემენტებს, ამიტომ დახურული გრუნტის მცენარისთვის ესეთი წყალი ყველაზე მარგებელია.

კანაფი, რომელიც დახურულ გრუნტში იზრდება არ უწევს წვიმის წყლისა და ქარის ზეგავლენა, მაგრამ მათი შეცვლა შეიძლება ვენტილატორით და პერიოდული „შხაპით“ პულვერიზატორიდან (გამაფრქვეველი, დამატენიანებელი).

ბუჩქები, რომლებიც რამოდენიმე დღეა წყლის გარეშე არიან და რომლებმაც უკვე ხმობა დაიწყეს, მათი გადარჩენა შესაძლებელია თუ მათ დაუყოვნებლივ მორწყავთ!

ტენიანობა გროუ ბოქსში:

თესლის გაღვივებიდან პირველ ორ კვირაში, დაბალმა ტენიანობამ შეიძლება არა მარტო მცენარის  სტრესი გამოიწვიოს, არამედ მოკლას კიდეც. ზრდის შემდგომ პერიოდში ტენიანობა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. იმისთვის, რომ ჰაერის ტენიანობა გაზარდოთ გროუ ბოქსში მოათავსეთ წყლით სავსე ღია ჭურჭელი.

ტენიანობა 40-50% აუციებელია ვეგეტატიურ სტადიდან ყვავილობის მეორე კვირამდე, ამ მომენტში ტენიანობა უნდა დაწიოთ მინიმუმამდე, რომ მცენარემ ფისი გამოყოს თავის დასაცავად. ყვავილობის სტადიაზე უმჯობესია დაბალი ტენიანობა, რადგან მაღალი ტენიანობისგან შეიძლება სერიოზული პრობლემები შეიქმნას ისეთი როგორიცაა გირჩების ლპობა, ფესვების ლპობა, ზოგი ერთი ჯიში ძალიან მგრძნობიარეა ობის მიმართ.

ქოთნის ზომა:

ნათელია, რომ რაც უფრო დიდხანს არის მცენარე ვეგეტატიურ სტადიაზე, მით უფრო დიდი გაიზრდება და დიდ მოსავალს მოგცემთ. ხშირად ეს არ ვლინდება ფესვებისადმი ნაკლები ყურადღების გამო. გირჩების წარმოება პირდაპირაა დამოკიდებული ფესვების მასასთან. მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი ფესვია, მით უფრო მეტი გირჩს მიიღებთ (პოტენციურად). ყოველთვის უზრუნველყავით დიდი სივრცე ფესვების ზრდისთვის. გამონაკლისი შეიზლება დავუშვატ ავტოყვავილებადი ჯიშების შემთხვევაში, იმის გამო რომ მათი ვეგეტაციის პერიოდი არც ისე დიდია, ქოთნის ზომა ოპტიმალურია 5-10ლ ფარგლებში.

ნიადაგი კანაფის გასაზრდელად:

შეეცადეთ იპოვოთ არც ისე ძაან ნოტიო ნიადაგი. სხვა სიტყვებით რომ ვთვათ, მოძებნეთ ისეთი ნიადაგი, რომელსაც კარგად  გამოაქვს სინესტე. შეფუთვაში ამის შესახებ უნდა ეწეროს. სველ მჭიდრო (ნაკლებად ფხვიერ) ნიადაგს შეუძლია დააზიანოს მცენარის ფესვები, რადგან მათ სჭირდებათ ჰაერი რომ ისუნთქონ. ზედმეტად მშრალი მიწა ძალიან სწრაფად განიცდის დეჰიდრატაციას, და უფრო ხშირად მოგიწევთ მორწყვა, იმისთვის, რომ მცენარე არ გახმეს, ეს კი სასარგებო ნივთიერებიბის სწრაფ დაკარგვას გამოიწვევს ნიადაგიდან. არ შეიძინოთ მძიმე, მჭიდრო მიწა და პირიქით ძალიან რბილი და ჰაეროვანიც არა. ნიადაგი უნდა იყოს საშუალო სირბილისა და წონის.

არსებობს ნიადაგების სხვადასხვა ტიპი. მარიხუანას გაზრდა შეიძლება უმეტესში, მაგრამ შეიძლება სირთულეები გაჩნდეს გარკვეულ ნიადაგებთან. (ასევე არსებობს ხელოვნური სუბსტრატები სახელად პერლიტი და ვერმიკულიტი, რომლებიც არ შეიცავენ სასუქ ნივთიერებებს. მათ დამატება შეიძლება ძირითად ნიადაგში დრენაჟისთვის.)

ქვიშა და ლაფი(შლამი)
ქვიშიანი ნიადაგი შეიძლება იყოს ან სუფთა ქვიშა, ან ქვიშა შერეული ნიადაგის სხვა ტიპთან. ქვიშიანი ნიადაგის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ის ძალიან სწრაფად ატარებს წყალს და მისგან იგივე სისწრაფით გამოირეცხება სასარგებლო ნივთიერებები. ეს ნიშნავს, რომ ესეთ ნიადაგი ძალიან მშრალია და არ გამოდგება კანაფის სრულფასოვანი ზრდისთვის. ლაფი, თთქმის იგივეა, რაც ჩვეულებრივი ქვიშა ოღონდ უფრო ტალახიანი და მუქი. ლაფი კარგად ინარჩუნებს მინერალურ ნივთიერებებს, მაგრამ არა წყალს. ქვიშისაც და ლაფის შერევა ნიადაგში შეიძლება დრენაჟის გასაუმჯობესებლად.

თიხა
ეს არის ელასტიური, წებოვანი, მარცვლეული მიწა, რომელიც ალუმინ-სილიკატების ჰიდრატებისგან შედგება, რომელიც ძალიან პლასტიკური და მოქნილი ხდება თუ მათ წყალს დავუმატებთ. მარიხუანას ფესვები არც ისე კარგად გრძნობენ თავს სუფთა თიხის ნიადაგში, რადგან ესეთი ნიადაგი რთულად ნიავდება.

ნაყოფიერი მიწა (შავი, ტყის) - თიხა და ქვიშა ჰუმუსით
როგორც გესმით, ეს არის აღწერილი ნიადაგების ნაზავი. კომბინაცია ნარევი ყოველთვის მითითებულია შეფუთვის ადგილზე. გასაყიდი ნიადაგების უმრავლესობაში ქვიშაა, თიხა და თიხა-ჰუმუსი. ის ძალიან ნაყოფიერი ნიადაგია და რეკომენდირებულია გამოსაყენებლად. შენიშვნა: არ გამოიყენოთ ბუნებრივი ნიადაგი სახლში, რადგან შეიძლება შეიცავდეს ხოჭოების და პარაზიტების ლარვას. ყოველთვის ეცადეთ ნიადაგი იყიდოთ ყვავილების მაღაზიებში, გამზადებული სტერილური ნიადაგები.

ჰუმუსი:
ნიადაგის ორგანიკული შემადგენელი, რომელიც წარმოიქმნება მცენარის მასალის ნიადაგში დაშლისგან. ნებისმიერ ყვავილების მაღაზიაში იყიდება. ამ პროდუქტების უმეტესობას ცდილობენ გაასუფთავონ, მაგრამ არ გაგიკვირდეთ თუ გახსნის შემდეგ მასში ჭიაყელებს ან ბუზს აღმოაჩენთ. ჰუმუსი ზოგჯერ ცნობილია როგორც კომპოსტი, მაგრამ კომპოსტი არის ნაკელის (ორგანიკული წარმოშობის), ნაყოფიერი ნიადაგისა და სხვა ორგანიკული დანამატების ნაზავი. სწორედ ჰუმუსი არის დამაებითი ორგანიკული დანამატი.

ტორფი და მიწატორფი:
ტორფი არის ძირითადად ჭაობებში, ან ნესტიან გარემოში ლპობადი მცენარეული მასალა, რომელიც საკმოად მდიდარია მიკროელემენტებითა და მცენარისთვის საჭირო სხვა ნივთიერებებით. მისი ნაკლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს რომ ზედმეტად ფხვიერი და ჰაეროვანია, ფესვებამდე ზედმეტი ჰაერი აღწევს რაც არც თუ ისე კარგია. თუმცა, ტორფი შეგიძლიათ შეურიოთ ნაყოფიერ ჰუმუსიან მიწას, იდეალური თანაფარდობა იქნება თუ მესამედი იქნება ტორფი ანუ თანაფარდობით 2:1(მიწა:ტორფი).

ნიადაგის მჟავიანობა (pH):

ძირითადი წესი: 1 გალონი (3.78 ლ) ნიადაგზე მცენარის სიმაღლის ყოველ ფუტზე (30სმ).

pH არის მჟავიანობის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ გარემოში H და OH იონების თანაფარდობას. საშუალო მაჩვენებელია 7,  მინიმუმი არის 0, ხოლო მაქსიმალური 14.  7 დან 0 მდე მაჩვენებელი აღნიშნავს მჟავე გარემოს ანუ H კათიონების არსებობას, რაც უფრო ახლოსაა 0 თან მით მეტია მჟავიანობის მაჩვენებელი, ხოლო თუკი პირიქით 7 დან 14-მდეა, ესეიგი გარემოში მეტია OH ანიონები და შესაბამისად გარემო ტუტოვანია. მაგ: (გამოხდილი წყლის pH= 5,5; კუჭის წვენის pH= 2,2; სასმელი მტკნარი წყლის pH= 6-8).

კანაფის გაზრდისთვის იდეალური მაჩვენებელია ნეიტრალური ანუ 7.0.

ნიადაგი სასურველია იყიდოთ მაღაზიაში,ყ და არა ეზოდან ამოთხაროთ. შეფუთვაზე უნდა ეწეროს pH-ის დონე - უნდა იყოს 7.0.

მჟავე ნიადაგის გამო (5.8-ზე ნაკლები) ყველაზე მეტად ანელებენ ჩითილობის პერიოდში (ერთ თვემდე!). იზრდებიან ნელა და იბლოკება აზოტისა და ფოსფორის ათვისება, ღეროს აქვს თხელი და მეწამულის ფერი, ფოთლები ყვითელი. ვეგეტატიური ზრდის პერიოდში ეს სიმპტომები ნაწილობრივ გადის და მცენარე ნორმალურად იზრდება. კარგ ნიადაგში pH=6.5-7.5 ჩითილი უკვე ორ კვირაში შედის ვეგეტაციაში სიმპტომების გარეშე.

სასუქების ხანგრძლივი მოხმარება აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით ამცირებს pH. იმისთვის, რომ გაზარდოთ მჟავე ნიადაგის pH შეგიძლიათ დაფშხვნილი კვერცხის ნაჭუჭი ჩაალბით წყალში, და შემდეგ ამ წყლით მორწყათ მცენარე. კალციუმის დამატება ჩვეულებრივ პრაქტიკაში არ არის, მაგრამ pH ასამაღლებლად მისი გამოყენებაც შეიძლება.

1032491075_pH.jpg.ac7ca1b6773beb5efdbed014ef6d69be.jpg

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • 1 month later...

თბილისის წყალში PH რამდენია ვინმემ ხო არ იცის ? 

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...