Перейти к публикации

თესლის აღმოცნება და განვითარება


Рекомендованные сообщения

თუკი თქვენ სეზონზე მოყვანილი მცენარიდან გაქვთ საკმაო რაოდენობით თესლი და გინდათ ახალი სიცოცხლის დათესვა, მაშინ სასურველია, რომ ჩათესოთ ბევრი თესლი , რომ მცენარეების საკმარისი რაოდენობა მიიღოთ,  ( ერთეულები შეიძლება არ გასკდნენ, ზოგი შეიძლება მამრი გამოდგეს).

image.png

თუ გსურთ რომ გაზარდოთ კაკლის გაღვივების ალბათობა, მაშინ ეს მეთოდები დაგეხმარებათ:

(ეტაპი #1) პირველ რიგში გამოიყენეთ გამოხდილი/წვიმის/1-2 დღის ნადგომი ან მინერალური (არაგაზირებული) წყალი. 1 ჩაის ჭიქაში გამოყენებულ წყალს შეურიეთ წყალბადის ზეჟანგი ("პერეკისი 3%-იანი") 2-3 ჩაის კოვზი და მოურიეთ, თესლები ჩაყარეთ ამ ჭიქაში და ბნელ ადგილას დატოვეთ 12-18 საათის განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს ნაჭუჭის დარბილებას და სოკოსგან დაცვას.
(ეტაპი #2) ამის შემდგომ დაგჭირდებათ სუფთა, ახალი, ფერადი მაგიდის გადასაწმენდი ტილო, რომელსაც დიასახლისები ხშირად იყენებენ სამზარეულოში. ამ ტილოს შეასველებთ კარგად წყლით, იმავე ჭიქიდან რომელშიც თესლები იქნება დაყოვნებული, ისე რომ კარგად გაიჟღინთოს, მაგრამ არა ისე, რომ წყალი ჟონავდეს და წვეთავდეს ტილოდან.
(ეტაპი #3) შესველებული ტილო გაშალეთ, და მასში მოათავსეთ თესლები, გადაკეცეთ ისე, რომ თესლები კარგად დაიფაროს სველი ტილოთი, შემდეგ ტილო შეფუთეთ ცელოფანში და დადეთ ბნელ ადგილას. ცელოფანში შეფუთვა ხელს შეუწყობს შიგნით ტენიანობის მაქსიმალურად შენარჩუნებას. 24-48 საათში თესლებიდან უნდა გამოვიდეს თეთრი წანაზარდი (ფესვაკი). ფესვაკის ზომა როდესაც იქნება რამდენიმე სანტიმეტრი, იგი მზადაა დასათესათ.
(ეტაპი #4) გადასარგავ ნიადაგში აკეთებთ მცირე ორმოს, შეგძლიათ ორმო გააკეთოთ თითით, უბრალოდ დააწექით მიწას და წარმოქმენით იმ სიღრმის ჩაღრმავება, რამდენიც საკმარისი იქნება ფესვაკის ჩასატევად. მიწაში თესლს აუცილებლად დებთ ფესვაკით ქვემოთ, და არა პრიქით. როცა მიწაში მოათავსებთ თესლს, მიწას ოდნავ მიაყრით, რომ თესლი მთლიანად დაიფაროს. ნიადაგი მუდმივად სველი შეინარჩუნეთ, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ წყლის გამაფრქვეველს, რათა წყალი ნაზად მიაშხუროთ ნიადაგს, პირდაპირი წყლის მისხმით შეიძლება წყლის ნაკადმა თესლი ამოაგდოს პატარა და ფხვიერი ორმოდან.


ზოგი თესლი შესველების დროს არ ღვივდება, ამის მიზეზი არის ის, რომ ზრდის პროცესში მათ მიიღეს დიდი რაოდენობით კალციუმი (Ca), რაც ხელს უშლის წყლის შეღწევას თესლში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაეხამროთ თესლს შესველებაში, ამისთვის საჭიროა მოაკვნიტოთ მას წვერი (მოაჭრათ მაკრატელით, საკვნეტით, ბასრი სამართებლით) ისე, რომ შიგთავსი არ დააზიანოთ. ამის შემდგომ თქვენ თამამად შეგიძლიათ შეასველოთ. გაითვალისწინეთ რომ მსგავსი ოპერაციების დროს გამოყენებული მასალები უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა და დეზინფიცირებული. მსგავსი მეთოდი რადიკალურად ზრდის გაღვივების ალბათობას... არის სხვა მეთოდიც, რომელსაც მოხეხვა ეწოდება, პრინციპი იგივეა, ოღონდ მოკვნეტა/მოჭრის მაგივრად ქლიბით ფრთხილად მოახეხავთ წვერს. ზოგიერთი თავდაჯერებული მებაღე არ ერიდება კაკლის გახსნას კბილითაც, წვეროზე კბილების დაჭერით. ამ მეთოდს "გატკაცუნების მეთოდი" ქვია, რადგან თესლის გახსნის დროს ტკაცუნს გაიგებთ.
image.png
 

გაითვალისწინეთ რომ თქვენს მიერ გამოჩენილი სიფრთხილე პროცედურების დროს წაადგება მცენარესაც და თქვენც. გამოიყენეთ სუფთა მასალები და კარგი იქნება თუ თესლებთან პირდაპირი კონტაქტი არ გექნებათ შეხებით და იმუშავეთ პინცეტით ან რეზინის ხელთათმანით, ვინაიდან ადამიანის ხელი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ადგილია პლანეტაზე, სადაც არის ძალიან ბევრი ბაქტერია, სოკო და ტოქსინები - ისეთი როგორიცაა ნიკოტინი.


როდესაც მიწიდან გამოჩნდება ჩითილი, არ შეეხოთ მას და არ ეცოდათ დაეხმაროთ ნაჭუჭიდან ამოსვლაში. მიუხედავად იმისათუ ის დიდიხანია ასეთ მდგომარეობაში, ყველაფეი კარგად იქნება უბრალოდ უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და გააგრძელოთ მცენარის მოვლა. ზედმეტად დაბალი ტემპერატურა (15C) შეიძლება სტრესული იყოს ჩითილისთვის, ამიტომ იყავით ყურადღებით.


ჩითილებისთვის შეგიძიათ გამოიყენოთ პატარა ქოთნები ან გადაჭრილი პლასტიკური ბოთლები, ან ერთჯერადი ჭიქები. იმისთვის, რომ შოკის მინიმუმამდე შეამციროთ 5-7 დღის სიცოცხლეზე გადაიყვანეთ დიდ ქოთანში, სამან მას აქვს პატარა ძირითადი ფესვი. რადგან კანაფი სწრაფად იზრდება. პატარა ჩითილის გადარგვა ძალიან მარტივოა, აიღეთ ერთ სუფრის კოვზი, ჩაარჭეთ მიწაში ღეროდან 2-4 სმ მოშორებით და 5-7სმ სიღრმეშ, დააწექით კოვზის ბოლოს როგორც ბერკეტს. მიწის ნაგლეჯი ჩადეთ ახალ მიწაში (მიწა სველი უნდა იყოს), ისე რომ ღერო იყოს იგივე სიღრმეზე. არ დაგავიწყდეთ მცენარის მორწყვა.

კომფორტული (და სასარგებლოა)თესლების ჩარგვა პატარა ტორფის ქოთნებში. შემდეგ, ქოთანი მოზრდილი მცენარით ირგვება მუდმივ ჭურჭელში. ტორფის ქოთნების გამოყენების უპირატესობები: ჩითილები ირგვება მიწაში ქოთანთან ერთად რაცფესვის სისტემას უნარჩუნებს მცენარეს, ტორფის ქოთანი იშლება მიწაში და სასუქის როლს ასრულებს, მცენარე დაცულია სტრესისგან გადარგვისას.

ვეგეტაციური პერიოდი

მას შემდეგ, რაც ჩითილი ცოტა გაიზარდა და მოზლიერდა, დგება ვეგეტაციური ზრდის სტადია. ვეგეტაციური პერიოდის დროს კანაფს ესაჭიროება გრძელი დღე, რომ გაიზარდოს სიმაღლეში და სიგანეში, გამოუვიდეს ყვავიები, მოიმატოს მასა. როდესაც მცენარე იღებს გრძელდ დღეებს ის არ წარმოქმნნის ყვავილებს (გირჩებს), ის უბრალოდ იზრდება - ვითარდება. სქესობრივი ნიშნები ჩვეუებრივ 3-6 კვირას ჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე მზადაა ყვავილობისთვის.

18 საათი შუქი და 6 საათი სიბნელე (18/6) სტანდარტული რეჟიმია ვეგეტატიური ზრდისთვის. შუქის ნებისმიერი რეჟიმი რომელიც 14 საათზე მეტია შეინარჩუნებს ვეგეტატიურ სტადიას. იმისთვის, რომ მცენარე აყვავდეს, უნდა გადავიყვანოთ განათება 12/12 რეჟიმზე. პრინციპი მგომარეობს იმაში, რომ მცენარე ტყუვდება, მას განათების საათის შემცირება გონია სეზონის ცვლილება, ანუ შემოდგომის დადგომა. ეს განათების რეჟიმული ცვლილება ეხებათ სეზონურ ფოტოპერიოდულ ჯიშებს და არა ავტოყვავილებადს. ავტოყვავილებადი ჯიშები ფოტოპერიოდულ ციკლზე არ არის დამოკიდებული და 2-3 თვეში ავტომატურად ასრულებს ყვავილობას.

სქესის განსაზღვრა

991353371_.jpg.196128df0ec0bf77a5dd487888441cc3.jpg

კანაფის ყოველ მცენარეს აქვს თავისი სქესი (მამრობითი და მდედრობითი). THC-ს ყველაზე მაღალი შემცველობით (აქტიური სუბსტანვია, რის გამოც ზოგადად მარიხუანას ეწევიან) გამოირჩევა მდედრის ყვავილი (გირჩები). მაგრამ, როდესაც მდედრის ყვავილი იმტვერება, მთელი მისი ძალა და რესურსი მიდის თესლების წარმოქმნაზე. თუ ყვავილი არ დაიმტვერა, გრძელდება სხვა ყვავილების ზრდა და მცენარის პოტენცია საგრძნობლივ იზრდება. ამის შედეგად წარმოიქმნება სინსიმილი - უნაყოფო გირჩები. იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის სინსიმილი მიიღოთ, აუცილებელია მოაშოროთ ყველა მამრი მანამდე სანამ ისინი დაიწყებენ მტვერი გამომუშავებას - ამისთვის მოჭერით ღეროში მიწასთან ახლოს. მამრი მცენარის ფოთლები ფსიქოაკტიურია, მათი მოწევა შეიძლება. გახსოვდეთ რომ მამრ მცენარეს შეუძლია ქარის დახმარებით 2-4 კილომეტრის რადიუსში დამტვეროს მდედრი. ამის გათვალისწინება დაგჭირდებათ თუ გარეთ ველურად აპირებთ მცენარის გაზრდას, რადგან ახლოს მზარდმა ველურმა მამრმა შეიძლება გეგმები ჩაგიშალოთ.


მცენარის სქესი განისაზღვრება ყვავილედების წარმონაქმნებზე, რომელიც ჩვეულებრივ ვეგეტაციის ზრდის პერიოდის მეოთხე კვირას ჩნდება. მდედრი (სასურველი) მცენარეები ჩანს მსხლისებული ყვავილედებიდან, საიდანაც იზრდება ბუსუსის მაგვარი ულვაშები. ხშირად მდედრი მცენარეები არ აჩვენებენ ულვაშებს ყვავილობის დაწყებამდე. ამის გამო მცენარის დაუფიქრებლად მოჭრა არ შეიძლება.


მამრი ყვავილების აღწერა შეიძლება, როგორცბურთი დანაზე“. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული დიაგნოზში, უმჯობესი იქნება რაღაც დრო დაელოდოთ და დარწმუნდეთ, რომ ანტენები არ გამოჩნდა, და ბურთები .. „კვერცხებისწარმოქმნას დაიწყებს.

სქესის განსაზღვრის სქემა ადრეულ პერიოდში, მარცხნივ მამარის, მარჯვნივ მდედრის.

image.png
 

ჰერმაფროდიტი, ან ჰერმიკი ეს არის ერთი სქესის მცენარე, რომელიც ავლენს მეორე სქესის თვისებებსაც. უმეტეს შემთხვევაში ყვავილებადი მდედრი მცენარეები განავითარებენ მამრი მცენარის ყვავილებს, თუმცა პირიქითაც შეიძლება იყოს. გაითვაისწინეთ, რომ საეჭვო მამრი ყვავილები გაჩნდება ყვავილობის ბოლო დღეებში.  საერთოდ ჰერმაფროდიტები არ ვარგა. პირველი, ისინი გამოყოფენ მტვერს და სინსიმილის მოსავალს გააფუჭებენ, დამტვერავენ თავის თავს და ყველა დანარჩენ ქალბატონსაც ოთირგვლივ. მეორე, წარმოქმნილი თესლები არ წარმოადგენენ არანაირ ღირებულებას, რადგან ჰერმაფროდიტ მშობლებს აქვთ ტენდენცია თავისი თვისებების მომავალ თაობისთვის გადაცემის.


ჰერმაფროდიტი მცენარე:
image.png

ყვავილობის პერიოდი
ნებისმიერი განათების რეჟიმი, რომელიც 14 საათზე მეტია ვეგეტატიურ სტადიას შეუწყობს ხელს. იმისთვის, რომ მცენარე აყვავილდეს, აუცილებელია განათების 12/12 რეჟიმზე გადაყვანა. 12/12 რეჟიმზე გადაყვანის შემდე, გადის არა ნაკლებ ორი კვირისა ყვავილობის დაწყებამდე. პირველი ორი კვირის განმავობაში მცენარე 2-3 ჯერ იზრდება სიმაღლეში და იწყებს ძლიერი არომატის გავრცელებას. ყვავილობის ხანგრძლივობა გირჩების სრული დამწიფებამდე დამოკიდებულია ჯიშზე (ინდიკა 6-8 კვირა, სატივა 8-12 კვირა), და განათების სიძლიერეზე. ჰიბრიდულ მცენარეებს აქვთ ინდიკასა და სატივას კომბინირებული მახასიათებლები, რომლებიც შეეფარდება იმ პროპორციას რომელშიც ჯიშებია შერეული. ყვავილობის ბოლო ორ კვირაში მცენარე აგროვებს - 25% გირჩების მასას.


12/12 - სტანდარტული რეჟიმია ყვავილობისა. თუ გავზრდით შუქის მიწოდებას ერთ ან როი საათით (13-11 ან 14/10), მაშინ შესაბამისად გაგრძელდება ყავიობის ეტაპი 10-15%. მოსავალი ცოტათი მეტი იქნება, რაც აანაზღაურებს გაწელილ დროს, მაგრამ გრიჩები შეიძლება უფროფოთლოვანიიყოს.

ყველა მცდელობა ციკლის გამოყენებისა, რომეიც არ შეადგენს მთლიანობაში 24 საათს, ზედმეტად ექსპერიმენტალურია, რადგან ეს არ შეესაბამება ბუნების რითმს, რის მიხედვითაც ვითარდებიან ყველა ცოცხალი არსებები.  მოცურავესინათლის რეჟიმი - ერთ დღე 17 საათი, მეორე 19 საათამდე და .. - ეს სტრესია მცენარისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს განუსაზღვრელი დეფექტები და პრობლემები.


არ აანთოთ ბოქსში სინათლე ღამე და არ გაზარდოთ ნათელი დროსი ხანგრძლივობა ყვავილობის ეტაპიდან - ამას შეუძლია მცენარე ჰერმოფროდიზმამდე მიიყვანოს. რაც უფრო ბნელა სიბნელის(უშუქობის) ფაზაში და რაც უფრო მეტი სინათლეა სინათლის(განათების) ფაზაში, მით უკეთსია ეს მცენარისთვის. გახსოვდეთ, რომ ხშირად მცენარის გაჰერმაფროდიტების მიზეზი არის სწორედ სტრესული ან ექსტრემალური პირობები, რაც რთავს მცენარის თვითგადარჩენის სხვადასხვა მექანიზმეს, მათ შორის ორივე სქესის წარმოქმნას.

მცენარის სტრესმა ან გენეტიკურმა ფაქტორებმა რომლისგანაც დაზღვეული არავინ არის შეიძლება გამოიწვიოს მისი არასწორი განვითარება, ზომებში, ვიზუალში და ფორმებში გამოხატული დეფექტები, ჰერმაფროდიტიზმი და სხვა. სტრესლი გარემო შეიძლება იყოს ტემპერატურის ექსტრემალური გავლენა, დაავადება (სოკოვანი, ვირუსული ან ბაქტერიული), ნიადაგის უვარგისობა, სასუქებით ზედმეტად გაჯერებული ნიადაგი. ფესვის დაზიანება ფიზიკური ფაქტორებით ან მავნებლებით, განათებით და სიცხით გამოწვეული დაზიანება ან უსინათლობა, გაუწყლოება და ა.შ.

  • Like +1 1

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • 1 month later...

erti kviris iyo mcenare da cvimis damdgari dzaan civi cylit movrcye es sheidzleba yopiliyo gaxmobis mizezi tan is dgeebi amindebi ar iyo 

 

Поделиться сообщением


Ссылка на сообщение
Поделиться на других сайтах
  • БЖГ pinned this тему

Создайте аккаунт или войдите в него для комментирования

Вы должны быть пользователем, чтобы оставить комментарий

Создать аккаунт

Зарегистрируйтесь для получения аккаунта. Это просто!

Зарегистрировать аккаунт

Войти

Уже зарегистрированы? Войдите здесь.

Войти сейчас
×
×
  • Создать...